0
მენიუ
banner banner

"ყოველი სამუშაო დღე გამოწვევებთან და რაღაც სიახლის აღმოჩენასთანაა კავშირში" - თამარ დარჩიაშვილის წარმატების ისტორია

"ყოველი სამუშაო დღე გამოწვევებთან და რაღაც სიახლის აღმოჩენასთანაა კავშირში" - თამარ დარჩიაშვილის წარმატების ისტორია

თამარ დარჩიაშვილმა სმარტ აკადემიაში ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებას გვიზიარებს.

“ჩემი მიზანი ჩემთვის საინტერესო ახალი პროფესიის შესწავლა იყო.”

კურსის განმავლობაში

კურსის განმავლობაში ვისწავლე ტესტირების საფუძვლები  ISTQB სილაბუსის შესაბამისად, API ტესტირების საფუძვლები, SQL-ის მარტივი ბრძანებები და ყველაფერი, რაც საჭიროა დამწყები ტესტერისთვის entry level სამსახურის ძიებისას.

ასევე, ტესტერისთვის საჭირო ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორიცაა ტესტირების დაგეგმვა, ტესტ ქეისების მომზადება, დეტალური ბაგრეპოტების და დოკუმენტაციის შექმნა, რაც მეხმარება ყოველდღიურ საქმიანობაში. ამასთან, კურსმა მომცა პროფესიული საფუძველი და  მიმართულება, რომ ვიცოდე როგორ განვვითარდე.

ლექტორის შესახებ

ლელა გაბელაია ყველა ლექციაზე მაქსიმალურად იხარჯებოდა და ცდილობდა არ დარჩენილიყო არცერთი უპასუხო კითხვა. განსაკუთრებით გამოვყოფდი მის უკუკავშირს ინდივიდუალურ შესრულებულ დავალებებზე, რადგან ვთვლი, რომ ეს განსაკუთრებით ეხმარება სტუდენტს განვითარებაში.

კურსის დასრულების შემდეგ

კურსის დასრულებიდან ორ თვეში დავსაქმდი, მას შემდეგ ჩართული ვიყავი არაერთ საინტერესო პროექტში. ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს და მუდმივად ვვითარდები.

პროფესია - პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი

პროცესი ერთგვარად ფაზლის ამოხსნას ჰგავს. ყოველი სამუშაო დღე გამოწვევებთან და რაღაც სიახლის აღმოჩენასთანაა კავშირში.

სამსახურისა და საქმიანობის შესახებ

Exactpro Georgia საერთაშორისო კომპანია Exactpro Systems-ის წარმომადგენელია საქართველოში. მისი ძირითადი საქმიანობა ფინანსურ ბაზარზე არსებული პროგრამული უზრუნველყოფების ავტომატური ტესტირებაა. ჩემი, როგორც Junior Software Tester -ის მოვალეობაა: 

• ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზი;

• ტესტირების Script-ების შემუშავება;

• აღმოჩენილი ხარვეზების ანალიზი და დეტალური რეპორტის შექმნა;

• ეჯაილ თიმთან ეფექტური კომუნიკაცია.

სმარტ აკადემია

აღვნიშნავდი, რომ სმარტ აკადემიასთან სტუდენტის ურთიერთობა არ მთავრდება კურსის დასრულებასთან ერთად, რადგან ის მუდმივად ზრუნავს მოქმედი თუ კურსდამთავრებული სტუდენტების განვითარებაზე სხვადასხვა ღია ლექციებით, შეთავაზებებით. მათი სასწავლო სილაბუსებიც მუდმივად ვითარდება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. ამასთან აქტიურად ეხმარება სტუდენტებს მეგობარ კომპანიებში დასაქმებაში, რაც კარიერის საწყის ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

სმარტ აკადემიაში კურსის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო პრაქტიკული კურსი ციფრულ სააგენტო Smartweb-ში, სადაც შესაძლებლობა მქონდა მემუშავა რეალურ პროდუქტებთან და მიმეღო უკუკავშირი პროფესიონალი დეველოპერებისგან. პრაქტიკების დასრულების შემდეგ კი მომეცა შესაძლებლობა, მემუშავა მათ გუნდში Junior Software Tester-ის პოზიციაზე, რაც ჩემი პირველი ტექ სამსახური გახადა. ამასთან, კურსის დასრულების შემდეგ, სამსახურის ძებნის ეტაპზე, სმარტ აკადემია აქტიურად მიწევდა რეკომენდაციას მეგობარ კომპანიებთან.

გაეცანი Exactpro Systems-ში დასაქმებული, სმარტ აკადემიის კიდევ ერთი კურსდამთავრებულის წარმატების ისტორიას აქ.

დარეგისტრირდი ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსზე აქ.

 

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები